კურიერი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურიერი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: Nova Poshta
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ
შპს "ნოვა ფოსტა" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეს გადაზიდვების ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებზე და ხარისხზე ორიენტირებულ სერვისს. "ნოვა ფოსტა" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კურიერი-ექსპედიტორის თანამდებობაზე თბილისისა და ბათუმის ფილიალებისათვის.

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო/უმაღლესი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის
** სხვადასხვა სახის გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა (დოკუმენტაციის გაფორმება)
** გაწეული მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr-ge@np-int.com არაუგვიანეს 2018 წლის 11 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე