შიდა აუდიტისა და მონიტორინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შიდა აუდიტისა და მონიტორინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტისა და მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის შიდა პროცესების ანალიზი და რისკების იდენტიფიცირება;
** შიდა ნორმატიული დოკუმენტების (სტანდარტები, ინსტრუქციები, პროცედურები) პრაქტიკული შესრულების მონიტორინგი;
** ორგანიზაციაში არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის შემოწმება და რეკომენდაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** კონტროლისა და სიტუაციის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@qebuli.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე