ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: მაღალი შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა, მართვა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** კომპანიის ბიუჯეტირება და სამუშაო პროცესების მეთოდოლოგიის შემუშავება
** ფაქტიური შესრულებების დაგეგმილთან შედარება და სხვაობების ანალიზი
** ხარჯების ოპტიმიზაცია და შესყიდვების პროცესების სრულყოფა
** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა-კონტროლი
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მოგება-ზარალი; ბალანსი...)
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური მართვა და კონტროლი
** კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობა
** ინსტრუქციებისა და დებულებების შემუშავება სააღრიცხვო პოლიტიკის სრულყოფის მიზნით
** აუდიტის პროცესში აუდიტებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და პროცესში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
** სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციაზე
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება
** დეტალებზე კონცენტრირება

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: hr@algani.ge და მიუთითეთ ვაკანტური პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე