დისტრიბუტორი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტრიბუტორი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
თანდართული ფაილი: 189251-AMBOLI.zip
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოში, ქართლსა და თბილისში.

აუცილებელი უნარები:

** მოსმენა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
** შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
** სიახლეების ადვილად ათვისება;
** ლოგიკური აზროვნება და მოქმედება;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღება;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
** გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** საავტომობილო ზეთების და ავტონაწილების დისტრიბუცია;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთვის ჩვენი პროდუქტების შეთავაზება და მათი დარწმუნება ჩვენთან თანამშრომლობისა და ჩვენი პროდუქტების უპირატესობაში;
** არსებული კლიენტების საუკეთესოდ მომსახურება, მათი შენარჩუნება და ერთგულ კლიენტებად და მეგობრებად ქცევა;
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების მუდმივი ზრდის ხელშეწყობისთვის;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
** ანაზღაურება: 1000-2000 ლარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი, 2018 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@motorstar.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს ან სააპლიკაციო ფორმას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე