დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: კერამა მარაცი
გამოქვეყნდა: 12 სექ / განახლდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ
მონო-ბრენდული შოურუმი "კერამა მარაცი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევები;
** შიდა მოსაპირკეთებელი პროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია გრაფიკული პროგრამების ცოდნა: 3Ds Max, AutoCAD, Adobe Photoshop, Corel Draw და ასევე Microsoft Office (Word, Excel).

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** აქტიური, კომუკაბელური
** შემოქმედებითი აზროვნება;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.
** შოურუმში დიზაინერულ/არქიტექტურული მიმართულების განვითარება და გაძღოლა;
** მომხმარებლისთვის ინტერიერის დიზაინ-პროექტების დამუშავება, ტექნიკური გაფორმება
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** სარეკლამო პოსტერების გაკეთება სოციალური ქსელებისთვის.

პირობები:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** ანაზღაურება კვალიფიკაციიდან გამომდინარე (მზარდი);
** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე, ანაზღაურებადი.
** მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 2.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და პორტფოლიო, შემდეგ მისამართზე: kmgeorgia.irina@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე