რეგიონული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: სმარტ კომპეტიშენ
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ
კომპანია "Smart Competition - სმარტ კონკურსი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.

"Smart Competition - სმარტ კონკურსი" ქართულ საგანმანათლებლო სფეროში 5 წელია აქტიურად მოღვაწეობს და სფეროს ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენი მიზანია შევქმნათ ხარისხიანი განათლებისთვის ყველა შესაძლებლო სერვისი თუ მომსახურება და ამით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებაში.

სამუშაოს აღწერა:

** სკოლებთან, რესურსცენტრებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის მართვა;
** საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კომუნიკაციის სამუშაო გეგმის შედგენა და განხორციელება;
** სკოლებთან და რესურსცენტრებთან ინდივიდუალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
** საგანმანათლებლო პროექტების შესახებ პრეზენტაციების მომზადება და სკოლებსა და რესურსცენტრებში ჩატარება;
** საქმიანობის პერიოდული ანალიზი და ანგარიშის შედგენა. სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა (სასურველია, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა).

პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაბელურობა;
** გამართული მეტყველება;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: info@smartgeo.ge და სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: რეგიონული მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე