მთავარი ვებ დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ვებ დეველოპერი
მომწოდებელი: wOnderLAND
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ
კომპანია "wOnderLAND" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ვებ დეველოპერის პოზიციაზე.

ტექნიკური მოთხოვნები:

** PHP 7 - OOP, SOLID Principles, PSR და ა.შ.
** PHP Framework (Laravel/Lumen)
** MySQL/MariaDB - რელაციური მონაცემთა ბაზების ცოდნა
** Redis-ის ცოდნა
** RESTful/SOAP ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
** Linux სისტემების მოხმარების გამოცდილება
** Git/Bitbucket - ვერსიის კონტროლის სისტემების ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება შემდეგი ტექნოლოგიების ცოდნა:

** HTML5/CSS3 (SASS, SCSS)
** JavaScript - ES5/ES6, TypeScript Superset
** Angular 6-ის ცოდნა (RxJS, NGRX)
** GraphQL-ის ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** კოდის სუფთად წერის და რეფაქტორინგის უნარი
** კოდის დოკუმენტირებისა და პროექტზე დოკუმენტაციის წარმოების უნარი
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდურად და დამოუკიდებელად მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომპანიასთან ერთად განვითარების და წინსვლის სურვილი.

სამუშაო პირობები:

** CTO-სთან ერთად პროექტის/კოდის არქიტექტურის შემუშავება და შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური რეპორტინგი
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ. შესვენება)
** გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე.

პირობები:

** ანაზღაურება შეთანხმებით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@wonderland.ge

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ გასაუბრება და შემდგომ ტესტირება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე