მცირე საოჯახო სახლის აღმზრდელი - ბაისუბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მცირე საოჯახო სახლის აღმზრდელი - ბაისუბანი
მომწოდებელი: CHCA
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 27 სექ
ორგანიზაცია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" აცხადებს კონკურსს  მცირე საოჯახო სახლის აღმზრდელის ვაკანსიაზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბანში.

მომსახურების აღწერა:

მცირე საოჯახო სახლი წარმოადგენს ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებას, რომლის მიზანია განახორციელოს 24-საათიანი ზრუნვა ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვებისათვის. სახლი ზრუნავს ათი ბავშვის (ასაკი 6-დან 18 წლამდე) ოჯახურ გარემოში აღზრდასა და განვითარებაზე. ასევე, იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დამოუკიდებელ ცხოვრებას საზოგადოებაში.

სახლში დასაქმებულია ერთი ლიდერი და ოთხი აღმზრდელი.

აღმზრდელის ძირითად მოვალეობებს წარმოადგენს:

** ბავშვისათვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნა
** ბავშვის ღირსების, საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა
** ბავშვის ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა
** ბავშვზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად
** სახლის მოწესრიგება.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:

** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა უმაღლესი განათლება
** ორგანიზაციული, დროის მართვის, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** შემოქმედებითი მიდგომა ბავშვებთან ურთიერთობაში
** მოტივაცია დაიცვან ბავშვთა უფლებები
** უნდა გაიაროს ბავშვზე ზრუნვის საკითხებში პროფესიული განვითარების კურსი.

დასაქმების გრაფიკი: თვეში 160 საათი (სხვადასხვა გრაფიკით).

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, შემდეგ მისამართზე: cypp@chca.org.ge 2018 წლის 21 სექტემბრის 18:00 საათამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე