მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ
მიკროსაფინანსო კომპანია შპს "მისო ევროკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

"მისო ევრო კრედიტი" არის ევროპული კაპიტალით დაფუძნებული ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე. ამჟამად კომპანია წარმოგიდგენთ ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებს კონკურენტული პირობებით.

"მისო ევრო კრედიტი" მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ტიპის მენეჯმენტით და ორიენტირებულია თანამშრომელთა კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე, ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
** მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი;
** კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** არსებული კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი;
** მარკეტინგული კვლევების კოორდინაცია;
** არსებული საკომუნიკაციო/სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის შეფასება;
** სოციალური მედიის და დიჯითალ აქტივობების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** კომპანიის სააქციო და სხვა აქტივობებისათვის საკომუნიკაციო მასალების მომზადება და მართვა;
** გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
** გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა.
** რეგულარული რეპორტინგი, სხვადასხვა ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის 1-დან 3 წლამდე გამოცდილება;
** აუცილებელია MS Office, Excel-ის ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სრული განაკვეთი: ორშაბათი -პარასკევი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge; გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 სექტემბერი.

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე