გაყიდვების კონსულტანტ-ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტ-ექსპერტი
მომწოდებელი: დიო
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
შპს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზების, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების  წარმოებაში. ფირმა "დიო" დაარსებიდან 22-ე  წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო"-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შპს "დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას გაყიდვების  კონსულტანტ-ექსპერტის  თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: შპს "დიო"-ს  საბურთალოს ფილიალი, ს. ცინცაძის ქ. 79 (ყოფილი საბურთალოს ქ. 55).

ჩვენი  შემოთავაზებაა:

** 5 დღიანი  სამუშაო კვირა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** წახალისების  სისტემა;
** კომფორტული სამუშაო პირობები;
** პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება.

ჩვენი  მოთხოვნებია:

** პროფესიული ან/და უმაღლესი  განათლება;
** დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების  უნარჩვევები;
** ქართულად გამართული საუბრის უნარი
** უპირატესობა    მიენიჭებათ რუსული, ინგლისური (სასაუბრო) ენის მცოდნეთ.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების  ცოდნა;
** პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
** ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** სასურველია  მუშაობის გამოცდილება.

თქვენ შეისწავლით:

"დიო"-ში წარმოებულ ყველა პროდუქტს, მათ  ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნობით "დიო"-ს წარმოების, აზომვებისა  და მონტაჟის პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების მოხმარებას.

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

დამკვეთებისთვის  პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა, როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში;  შეკვეთების მიღება, შესაბამისი დავალებების შედგენა და აზომვების სპეციალისტებთან გადამისამართება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge 2018 წლის  30 სექტემბრის ჩათვლით.  

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება მათ მიერ მითითებულ მობ.ტელეფონზე,  რის შემდეგაც მოუწევთ 2 ეტაპის გავლა: ტესტირება და გასაუბრება.

კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ენიჭება.
ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე