მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კულინარი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, მზა სალათები, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 5000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge
 
სს "ნიკორა"-ს შვილობილი კომპანია - შპს "კულინარი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის   პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ახალი პროდუქტების შექმნის პროცესის მართვა;
** ბაზრის, კონკურენტისა და სხვა მარკეტინგული კვლევების წარმოება;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება;
** მედია პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** სავაჭრო ობიექტებისათვის სააქციო აქტივობებისა და მარკეტინგული ღონისძიებების გეგმის შედგენა, ბიუჯეტირება და განხორციელების უზრუნველყოფა; 
** მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბება და რეკომენდაციების შემუშავება გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით;
** ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობის მიმდინარეობის მონიტორინგი, ეფექტურობის, მასზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი და ხელმძღვანელობასთან რეპორტინგი;
** საფასო და გაყიდვების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდის ადაპტირება ლოკალურ ბაზართან მიმართებაში და მისი მართვა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის წლიურ და კვარტალურ დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა: რუსული-ინგლისური. 

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა;
** სიახლეებზე ორიენტირებულობა;
** აქტიურობა და ენერგიულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: staff@nikora.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ  სს "ნიკორამ"  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის  25 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე