გადაუდებელი მედიცინის ექიმი - საგარეჯო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გადაუდებელი მედიცინის ექიმი - საგარეჯო
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 5 ოქტ
სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი მედიცინის ექიმის თანამდებობაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: საგარეჯო, შპს "ჯეო ჰოსპიტალს - ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი."
სამუშო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს

ფუნქცია-მოვალეობები:

** გადაუდებელი მდგომარეობის მართვა, პაციენტის ტრიაჟი და სორტირება
** კლინიკური მდგომარეობის შეფასება, რაციონალური დიაგნოსტიკა და დიაგნოზის გამოტანა
** მკურნალობის დაგეგმვა და მართვა
** პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა
** გადაუდებელი მდგომარეობის მართვისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების ფლობა
** გაწერისას, პაციენტისთვის სრულყოფილი რეკომენდაციის მიცემა, რაც მოიცავს მისი შემდგომი ამბულატორიული მართვის პრინციპებს
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (გადაუდებელი მედიცინა);
** კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი, 2018 წ.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საგარეჯო - გადაუდებელი მედიცინის ექიმი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე