აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 18 ოქტ
კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

შპს "უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში" ცხადდება კონკურსი პროფესორის, ასოცირებული  პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

მიმართულება - ბიზნესის ადმინისტრირება:

დარგი/სპეციალობა  - მარკეტინგი:

** პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
** ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
** ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული 

დარგი/სპეციალობა  - მენეჯმენტი:

ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული.

დარგი/სპეციალობა  - საბუღალტრო აღრიცხვა:

** პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
** ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული. 

დარგი/სპეციალობა  - აუდიტი:

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

მიმართულება  - ჰუმანიტარული მეცნიერებანი:

დარგი/სპეციალობა - ფილოსოფია:

** პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
** ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

მიმართულება  - სოციალური მეცნიერებები:

დარგი/სპეციალობა - ფსიქოლოგია:

** პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
** ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

მიმართულება - ინჟინერია:

დარგი/სპეციალობა  - ინფორმატიკა:

** ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
** ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

კონკურსის ჩატარების  პირობები:

პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება  ურთიერთშეთანხმებით.

ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი აირჩევა 4 წლის ვადით.
პროფესორი და  ასოცირებული  პროფესორი აირჩევა 6 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დამტკიცებული ფორმით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა (დამტკიცებული ფორმით);
გ) შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის  ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები
დ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);
ე)  სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
ვ)  ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით შესაბამისი სალექციო კურსის (კურსების) სილაბუსი (სილაბუსები);
ზ) ბოლო პუბლიკაციის/ნაშრომის/წიგნის/მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
თ)  2 ფოტოსურათი ¾-ზე; ელექტრონული CD დისკზე;
ი) პირადობის მოწმობის ასლი.

კონკურსის ჩატარების  ვადა:

კონკურსი ცხადდება 2018 წლის  10 სექტემბერს.

საბუთების მიღება იწარმოებს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში 2018 წლის 11 ოქტომბრიდან  18 ოქტომბრის  ჩათვლით, მისამართზე ქ.  თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. 46,  ტელ. 2 36-91-60.

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

** პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საბუთების გაცნობა/შესწავლა;
** მეორე ეტაპი - გასაუბრება

კონკურსის შედეგები გამოცხადდება  2018 წლის  26 ოქტომბერს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე