მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ
სს  "ტერაბანკი"  თბილისში აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. 
 
სამუშაო პირობები:
 
** სასიამოვნო სამუშაო გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები
** განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა 
** ანაზღაურების მინიმალური ზღვარი: დარიცხული 625 ლარი.
 
ძირითადი მოვალეობები:
 
** თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა (მათ შორის ერთჯერადი გადარიცხვები)
** ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება
** მომხმარებლების ანგარიშების ამონაწერების დადგენილი პროცედურის შესაბამისად მომზადება
** მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება
** სწორი გადამისამართება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.
 
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება 
** ბანკში მოლარე-ოპერატორად  მუშაობის მინიმუმ  6 თვის  გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ფლობა
** ენები: აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე 
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები.

მსურველებს გთხოვთ,  CV   გამოაგზავნოთ მისამართზე: career@terabank.ge 2018 წლის 25 სექტემბრის 18:00 საათამდე.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე