უმცროსი სესხის ოფიცერი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი სესხის ოფიცერი - გორი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 22 სექ
"კრედო ბანკის" ვაკანსია გორში - უმცროსი სესხის ოფიცერი.

"კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და წარმოდგენილია 68 ფილიალით. 2017 წელს ჩვენ მივიღეთ საბანკო ლიცენზია და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** პასუხისმგებელია მომხმარებლებთან, კომპანიებთან დაკავშირებასა და მათთვის ყველა ტიპის სესხის პირობების გაცნობასა და შეთავაზებაზე;
** კლიენტთა შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვების უზრუნველყოფა;
** სესხის ოფიცრის მხარდაჭერა/დახმარება პრომო აქციების ჩატარებაში;
** საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს სესხის ოფიცერს სესხის გაცემაში და სესხის დამუშავებაში;
** ვალდებულია განახორციელოს გაცემული პროდუქტების მონიტორინგი;
** მონიტორინგის პროცესში ახდენს განვადებაზე სესხის შეთავაზებას ყველა კლიენტზე;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში;

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატივის მქონე;
** ყურადღებიანი;

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი, გამოაგზავნე შენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება - "უმცროსი სესხის ოფიცერი გორში".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 22 სექტემბერი

#გახდიკრედოელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე