კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯეონეთი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 1 ოქტ
"ჯეონეთი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"ჯეონეთი" არის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც ბაზარზე 1998 წლიდან ფუნქციონირებს. საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიწოდება კორპორაციული მომხმარებლისთვის. "ჯეონეთის" ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურებით დღეს არაერთი მსხვილი ორგანიზაცია და სახელმწიფო უწყება სარგებლობს.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.geonet.ge

რას გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ოფისის მოხერხებული ადგილმდებარეობა
** მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო
** სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00-მდე (შესვენება 1 საათი)
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე, ანაზღაურებადი
** ანაზღაურება: შეთანხმებით, ცოდნის, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან.

"ჯეონეთი" გაძლევთ პროფესიული ზრდის საშუალებას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ასპარეზს.

მოვალეობები:

თანამდებობის მიზანია არსებული გაყიდვების შენარჩუნება და ახალი კლიენტების მოზიდვა:

1. სამიზნე ბაზრის იდენტიფიკაცია და შესაბამისი ბაზების წარმოება, განახლება.
2. პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით და შეთავაზების გაკეთება.
3. პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების დამუშავება და პასუხის გაცემა.
4. ანგარიშის მომზადება განხორციელებულ აქტივობებზე და შედეგებზე.
5. ინფორმაციის აღრიცხვა CRM სისტემაში.
6. ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის მომზადების ორგანიზება
7. ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და ტენდენციების ამოცნობა, კონკურენტების ანალიზი.
8. არსებული აბონენტებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზება.

მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებში და დაინტერესებული იყოს საკომუნიკაციო სფეროში მიმდინარე მოვლენებით
** კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე
** კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში ჩაითვლება უპირატესობად
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Excel, Word, Outlook, PowerPoint პროგრამების ცოდნა
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** დაგეგმვის და ორგანიზების კარგი უნარები.

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 1 ოქტომბრამდე გამოგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი CV ელფოსტაზე: hr@geonet.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე