სტაჟირება სტუდენტებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება სტუდენტებისთვის
მომწოდებელი: ქონსთრაქთ ჯი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 21 სექ
საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა.ა.ი.პ. "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია", რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვა.

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" თანადაფუძნებით შექმნილი, ვაჭრობისა და ფასების კვლევის ვებ-პლატფორმა "Construct.ge" იწვევს ენერგიულ და შრომისმოყვარე სტუდენტებს სტაჟირებისთვის, სამშენებლო მასალებზე საბაზრო ფასების კვლევის განსახორციელებლად.

სტაჟიორისთვის სავალდებულოა:

** უმაღლეს სასწავლებელში ჰქონდეს გავლილი "საშენი მასალები";
** ინგლისური და რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** Excel-ის და სხვა საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

სტაჟიორისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

** მიზანდასახულობა;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება და სანდოობა.

ანაზღაურება, გრაფიკი და სტაჟირების ხანგრძლივობა:

** სტაჟირება ანაზღაურებადია და დამოკიდებულია შესრულებულ სამუშაოზე;
** ინდივიდუალური;
** სტაჟირების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სტუდენტების გუნდურობასა და სისწრაფეზე.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge. არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 21 სექტემბერი, 2018 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე