იურისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი - ბათუმი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.  "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია"  ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და  "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.  

ჩვენ გთავაზობთ:     პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. 
 
კომპანია   "გორგიას"  მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. 
 
  "გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია. 
 
    გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური  გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** ნებისმიერი სამართლებრივი დოკუმენტის შედგენა;
** ხელშეკრულებების შედგენა;
** შიდა კონსულტაციების გაცემა;
** პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** წარმომადგენლობა სასამართლოში მესამე პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სექტორში;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** 2-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** გამოცდილება სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 25 სექტემბრის ჩათვლით , შემდეგ მისამართზე: office@gorgia.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე