ფოტოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფოტოგრაფი
მომწოდებელი: Twinkle Studio
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ
ჩვილთა და ბავშვთა ფოტოსტუდია "Twinkle Studio" აცხადებს ვაკანსიას ფოტოგრაფის პოზიციაზე.

კომპანია "Twinkle Studio" 2 წელია რაც დაარსდა და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საბავშვო ფოტოსტუდიის ბაზარზე.

ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:

** ფოტოგრაფიის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ფოტოების დამუშავება პროგრამულად (პროგრამების ცოდნა)
** სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება შეთანხმებით

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით. ასევე გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენ მიერ გადაღებული და დამუშავებული სურათების პორტფოლიო. ელექტრონულ მისამართზე: infotwinklestudio@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ფოტოგრაფი".

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე