საწყობის თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის თანამშრომელი - ბათუმი
მომწოდებელი: ალტაოქეი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 24 სექ
შპს "ალტაოქეი"-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 13 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

"ალტაოქეი"-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით,  მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

"ალტაოქეი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე ანაზღაურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომარაგების მიღება, ტვირთის დაცლა და დასაწყობება; 
** სატრანსპორტო საშუალების მართვა (გამართულობის უზრუნველყოფა);
** პროდუქტის მიტანა მომხმარებელთან;
** მომხმარებელთან პროდუქციის შემოწმება/დემონსტრირება/მონტაჟი;
** საწყობის პერიოდული აღწერის პროცესში მონაწილეობა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@altaok.ge 2018 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი - "საწყობის თანამშრომელი - ბათუმი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე