ქოფირაითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოფირაითერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ
"ბეთლაივი" არის ინოვაციური და დაცული სათამაშო სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ პროდუქტებს აზარტის ყველა სფეროში.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას ქოფირაითერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საიტზე პროდუქტების შესახებ ტექსტის განთავსება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
** სარეკლამო მასალისთვის (ვიდეო რგოლი, ნაბეჭდი მასალა, ვებსაიტი, სოციალური მედია) ტექსტების მოფიქრება, დამუშავება
** SMS ტექსტების და პოპ-აპ მესიჯების მომზადება

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით
** წერის, თარგმნის და კონტენტის შექმნის გამოცდილება
** ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე შემოქმედებითად, გამართულად წერის უნარი
** პროდუქტების ცოდნა
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოფირაითერი".

დამატებითი ინფორმაციისათვის, ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე