ჰეს-ის მორიგე-ოპერატორი - სოფ. ახალსოფელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ჰეს-ის მორიგე-ოპერატორი - სოფ. ახალსოფელი
მომწოდებელი: ენერგო ინვესტი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ
შპს "ენერგო ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ჰიდროელექტროსადგურის მორიგე-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები: სადგურის მართვა, მომსახურება და შეკეთება (საჭიროების შემთხვევაში)

მოთხოვნები:

** ახლა სწავლობს ან უკვე აქვს მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება ელექტროტექნიკური ან ავტომატური მიმართულებით;
** აქვს ჰიდროელექტროსადგურის ან მსგავსი დაწესებულების მომსახურების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფლობს კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის უნარ-ჩვევებს;
** შეუძლია წაიკითხოს ელექტრო სქემები და ტექნიკური ნახაზები;
** შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა;
** ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** აქტიური და ყურადღებიანი

პირობები:

** მუშაობის გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა 3 დღეში ერთხელ
** სამუშაოს ადგილი: ყვარლის რაიონი, სოფელი ახალსოფელი
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
** ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები)
** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3

უპირატესობა მიენიჭებათ ყვარლის რაიონისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: avanhpp@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 75 57 57
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე