ბიზნესის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: WiFisher
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
"WiFisher" მარკეტინგული პლატფორმაა ფიზიკური ლოკაციის მქონე ბიზნესებისთვის (აეროპორტი, მოლი და ა.შ.). ბიზნესებს ვეხმარებით იმაში, რომ უკეთ გაიცნონ თავისი მომხმარებელი და ვაძლევთ სხვადასხვა სახის ინსტრუმენტს შემოსავლების გასაზრდელად. ამ ეტაპზე ვემსახურებით 250-ზე მეტ კლიენტს 5 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს ძირითად აეროპორტებსა და მოლებს.

ვეძებთ გუნდის წევრს ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე, რომელსაც აქვს საერთაშორისო დონეზე ან ლოკალურ მსხვილ კომპანიებთან გაყიდვებისა და პროექტების მართვის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პარტნიორების ძიება სხვა ქვეყნებში
** პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრაზე გამგზავრება
** ტექნიკური გუნდის მობილიზება პროექტის ინტეგრაციისათვის
** გაყიდვების დახურვა მოკლე ვადებში
** პროდუქტის ტექნიკურ დეტალებში კარგად გარკვევა
** ახალი ინიციატივების შეთავაზება გაყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად

მოთხოვნები:

** გაქვთ გაყიდვების გამოცდილება B2B სექტორში
** სასურველია გქონდეთ საერთაშორისო კომპანიებთან გაყიდვების გამოცდილება
** სასურველია გქონდეთ უცხოეთში გაყიდვების გამოცდილება
** სასურველია გქონდეთ ტექნოლოგიურ სფეროსთან შეხება
** სასურველია გქონდეთ მარკეტინგის სფეროსთან შეხება
** სრულყოფილად იცით რუსული და ინგლისური ენა
** ხართ დეტალებზე ორიენტირებული
** ხართ შედეგზე ორიენტირებული
** შეგიძლიათ კარგი პრეზენტაციის აწყობა (სასურველია Keynote-ში)

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

** კომპანია გლობალური მიზნებით (მეტი ინფო: https://bit.ly/2x1XXlx)
** მაღალი ექსპერტიზის და მოტივაციის მქონე გუნდი
** კონკურენტული ხელფასი და ოპციები კომპანიის აქციებზე
** ერთჯერადი კვება

ანაზღაურება შედგება ორი ნაწილისგან: ფიქსირებულს (2000-3000 ლარი) + % გაყიდვებიდან (2.5%-5%).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV სამუშაოს დეტალური აღწერით

ელ. ფოსტა: TopTalent@wifisher.com
გამოგზავნის ბოლო ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბერი
წერილის სათაურში გთხოვთ ჩაწეროთ: WiFisher - Business Development Manager
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე