ქსელის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქსელის ინჟინერი
მომწოდებელი: WiFisher
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
"WiFisher" მარკეტინგული პლატფორმაა ფიზიკური ლოკაციის მქონე ბიზნესებისთვის (აეროპორტი, მოლი და ა.შ.). ბიზნესებს ვეხმარებით იმაში, რომ უკეთ გაიცნონ თავისი მომხმარებელი და ვაძლევთ სხვადასხვა სახის ინსტრუმენტს შემოსავლების გასაზრდელად.ამ ეტაპზე ვემსახურებით 250-ზე მეტ კლიენტს 5 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს ძირითად აეროპორტებსა და მოლებს.

ვეძებთ გუნდის წევრს ქსელის ინჟინერის პოზიციაზე სრულ განაკვეთზე. გვჭირდება უნივერსალური ადამიანი, ვისთანაც ერთად აღმოვაჩენთ და შევქმნით ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.

ძირითადი მოვალეობები ქსელის მიმართულებით:

** სხვადასხვა მწარმოებლის WiFi მოწყობილობების შიდა სამართავი ფუნქციების დეტალური შესწავლა, გაანალიზება და WiFisher-ის პლატფორმასთან ინტეგრაცია
** სხვადასხვა მწარმოებლის WiFi მოწყობილობების WiFisher-თან ინტეგრაციის ინსტრუქციების შექმნა კლიენტებისთვის
** ლოკალური და უცხოური კლიენტების IT დირექტორების დისტანციური ან ადგილზე დახმარება მათი WiFi ინფრასტრუქტურის WiFisher-თან დასაინტეგრირებლად
** ქსელური უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და დაცვა
** ინოვაციური გადაწყვეტილებების მოფიქრება ქსელის მიმართულებით - როგორც არსებული რესურსებით, ისე ახალი მოდულების შიდა პროგრამული დეველოპმენტით (ჩვენს დეველოპერთან ერთად).

ძირითადი მოთხოვნები ქსელის ინჟინერიის მიმართულებით:

** გამოცდილება ქსელის ინჟინერიაში
** ქსელური პროტოკოლების ცოდნა (მაგ. (e.g., HSRP, BGP, OSPF)
** გამოცდილება ქსელის მონიტორინგში, ქსელის დიაგნოსტიკაში და ქსელის ანალიტიკაში
** ქსელის დაგეგმარების პრინციპების ცოდნა
** WiFi-ის საფუძვლიანი ცოდნა/გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭება სერტიფიკატის მქონე აპლიკანტს
** უპირატესობა მიენიჭება Python-ის მცოდნე აპლიკანტს

აუცილებელი მოთხოვნა: ინგლისურის ცოდნა

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

** კომპანია გლობალური მიზნებით (მეტი ინფო: https://bit.ly/2x1XXlx)
** მაღალი ექსპერტიზის და მოტივაციის მქონე გუნდი
** კონკურენტული ხელფასი და ოპციები კომპანიის აქციებზე
** ერთჯერადი კვება

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV სამუშაოს დეტალური აღწერით.

ელ. ფოსტა: TopTalent@wifisher.com
გამოგზავნის ბოლო ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბერი
წერილის სათაურში გთხოვთ ჩაწეროთ: WiFisher - Network Engineer
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე