მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კოხტა მარკეტი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
"კოხტა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office);

მოვალეობები:

** სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა (პარკების, ჩეკების და სიგარეტების დაგალება);
** სავაჭრო ობიექტის მენეჯერისგან ხურდის მიღება;
** მომხმარებელთან ურთიერთობა:

1. საჭიროების შემთხვევაში არჩევნის გაკეთებაში დახმარება;
2. პროდუქციის სკანერზე გატარება;
3. პროდუქციის პარკში ჩალაგება;
4. მომხმარებლისთვის პროდუქციის საერთო ღირებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
5. თანხის მიღება;
6. UNICARD-ის გატარება;
7. ხურდის დაბრუნება;
8. ჩეკის პარკში ჩადება;
9. კომპანიაში არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქციის შეთავაზება;
10. დამშვიდობება;

** პროდუქციის სწორად განლაგება კომპანიაში არსებული და წინასწარ განსაზღვრული "მერჩენდაიზინგის ძირითადი პრინციპების" შესაბამისად;
** დარბაზში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი, ვადაგასული და დაზიანებული პროდუქციის თაროდან მოხსნა;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
** სავაჭრო ობიექტის შიდა ტერიტორიის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტის შიდა ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** დარბაზში განლაგებული თაროების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** დისტრიბუციის მიერ მოწოდებული პროდუქციის კოდების მიხედვით დათვლა და დასაწყობებამდე ვადების კონტროლი;
** სამუშაო დღის ბოლოს ადმინისტრატორთან და/ან მაღაზიის მენეჯერთან ერთად სალაროს გასწორება;
** სამუშაო დღის ბოლოს სიგარეტების ბოქსის შევსება;
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა;
** პროფესიული ეთიკისა და კორპორაციული პატრიოტიზმის პრინციპების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად მოვალეობებს შესაძლებელია დაემატოს სხვადასხვა, დამატებითი მოვალეობები.

უფლებები:

** მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პუნქტის დაცვა;
** მოითხოვოს თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ყველა პუნქტის დაცვა;
** წერილობით გაეცნოს უშუალო ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მის სამუშაო პროცესს;
** მოითხოვოს შრომითი საქმიანობისა და დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების ("შრომითი პირობების") შექმნა;
** ხელმძღვანელს წარუდგინოს რაციონალური წინადადება, რომელიც თანამდებობის მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს;
** პრობლემური და/ან საკონფლიქტო საკითხების გადასაწყვეტად მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს.

ანგარიშვალდებულია:

** მაღაზიის მენეჯერის წინაშე;
** დარბაზის ადმინისტრატორის წინაშე.

ექვემდებარება:

** მაღაზიის მენეჯერს;
** დარბაზის ადმინისტრატორს.

პასუხისმგებელია:

** წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებით შესრულებაზე;
** არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური ქმედებებით კომპანიისთვის მატერიალური და არამატერიალური ზარალის მიყენებაზე;
** ხელმძღვანელობისთვის არასწორი (მცდარი) ინფორმაციის წარდგენაზე;
** კომპანიის შინაგანაწესის, დებულებებისა და ბრძანებების შეუსრულებლობაზე;
** კომპანიის ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებზე გადაცემაზე;
** შრომის დისციპლინის დაცვაზე;
** კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: ცვლათა განრიგის შესაბამისად;
** შესვენება: 1 საათი.

პერსპექტივა: შესაძლებელია დაწინაურდეს დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: koxtamarket@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე