სერვისის მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვისის მითერი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მითერის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის 6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან 18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისში შემოსულ მომხმარებელთა დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და სწორი გადამისამართება;
** მომხმარებლების ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე აქციებისა და სიახლეების შესახებ;
** ოფისში შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის შესაბამის პირთან გადამისამართება;
** რეზერვაციასთან დაკავშირებული ზარების მიღება და მომხმარებლების სერვისზე ჩაწერა;
** გამავალი ზარების განხორციელება და მომხმარებლების ინფორმირება გეგმიურ სერვისთან დაკავშირებით;
** რეგიონალური წარმომადგენლების მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა სატელეფონო ან იმეილ-კომუნიკაციისას;
** წინასწარი ჩაწერის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებაზე ზრუნვა;
** მომხმარებელთა მიერ უკმაყოფილების ან პრეტენზიის დაფიქსირების იდენტიფიცირება და მაქსიმალური ინფორმაციის მიღება/აღრიცხვა;
** მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე დროული რეაგირება და პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ზომების მიღება;
** მასტიმულირებელი მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაში მონაწილეობა;
** შოურუმისა და სერვისის ლაუნჯის სისუფთავესა და მოწესრიგებულობაზე მუდმივი ზრუნვა - ავტომობილებთან განთავსებულ სტენდებზე ინფორმაციის განახლება და სიზუსტის გადამოწმება, სერვისის ლაუნჯის აქსესუარების წიგნაკებითა და ჟურნალებით მომარაგება, მაგიდების სისუფთავის უზრუნველყოფა, ციფრული აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები / უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/190 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე