ტრენინგ კურსი სახელმწიფო შესყიდვებში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგ კურსი სახელმწიფო შესყიდვებში
მომწოდებელი: EESRC
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ
"ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის" განათლების ჰაბი გთავაზობთ ორდღიან ტრენინგ კურსს სახელმწიფო შესყიდვებში: სახელმწიფო შესყიდვებსა და მათი ადმინისტრირების წესების ძირეულ მიმოხილვას საკანონმდებლო და მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით, შესყიდვების პროცესის დაგეგმვასა და მართვას კონკრეტული ქეისების გათვალისწინებით.

სამიზნე ჯგუფი:

საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე პირებისათვის, რომელთა უშუალო კომპეტენციაში შედის შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა,  წარმოება თუ მართვა, მონიტორინგი და ადმინისტრირება. ასევე, კურსის გავლა შეუძლიათ სხვა დაინტერესებულ პირებსაც.

კურსის მიზანი:

მსმენელები კურსის მიმდინარეობის განმავლობაში გაივლიან "სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირებასთან" დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსს, გაეცნობიან აღნიშნული დარგის თითოეულ მიმართულებაში, სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დაგროვილ პრაქტიკულ გამოცდილებას, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესყიდვის სფეროში არსებულ წესებსა და ნორმებზე, ასევე, მიიღებენ ყველა იმ პრაქტიკულ ცოდნას, ინფორმაციას, გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, წარმატებით განახორციელონ შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხები.

ტრენინგ კურსი მოიცავს:

**    სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, ბიუჯეტთან შესაბამისობა
**   სახელმწიფო შესყიდვების საშუალებების მიმოხილვა: გამარტივებული შესყიდვების პრაქტიკა
**    ელექტრონული ტენდერის ტიპები SPA; NAT, მათი გამოყენების პრაქტიკა 
**    ელექტრონული ტენდერის ტიპები MEP; DAP მათი გამოყენების პრაქტიკა 
**    სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ
**     სატენდერო წინადადებების შეფასება და ინფორმაციის სისწორის გადამოწმება
**    ტექნიკური რეგლამენტის - "სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის" დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება
**    კონკურსი CNT - საკონკურსო წინადადების მომზადება, განხილვის ეტაპი;
**    სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობები, მათი გამოყენების პრაქტიკა 
**    შავი და თეთრი სიის წარმოება და მათი მნიშვნელობა
**    დავების განხილვის საბჭო, გადაწყვეტილების პრაქტიკა. 

ტრენერი: შალვა ჯულაყიძე:  https://www.linkedin.com/in/shalva-julakidze-80395157

ტრენინგის მიმდინარეობა:

ტრენინგის ჩატარების დრო: 11:00-18:00,  შაბათი-კვირა 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 საათი (დღეში 6 საათი, 2 შესვენებით) 
ღირებულება: 180  ლარი.
მისამართი: მელიქიშვილის 1/6, II სართული
მობ: 595 857700
დრო: 29-30 სექტემბერი, 2018 წ. 
ტრენინგის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაცია: http://bit.do/treining   
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე