ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: მზა საკვების წარმოების კომპანია
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 20 სექ
მზა საკვები პროდუქციის წარმოების კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის  პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** სისტემების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესების გეგმების კოორდინაცია და მხარდაჭერა;
** მიღებული ნედლეულის, დამზადებული ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქციის შენახვის ვადებისა და პირობების კონტროლი;
** პერსონალის ჰიგიენისა და ჯანმრთელობის შემოწმება და მათი პერიოდული გადამზადება ჰიგიენის საკითხებში;
** მაცივრების ტემპერატურის და სხვა დანადგარების შესაბამისი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება მიკრობიოლოგიის ან/და კვების პროდუქტების ტექნოლოგის მიმართულებით;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
** კვების უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური და ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:  HRfoodB@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ხარისხის კონტროლის  მენეჯერი".   
 
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა:  2018  წლის  20 სექტემბერი.  
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე