რეზერვაციის მენეჯერი - საირმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეზერვაციის მენეჯერი - საირმე
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
შპს "კურორტი საირმე" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დეპარტამენტის სწორი და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** მასზე დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი, ტრენინგი
** სწორად ასახოს შესაბამისი ინფორმაცია სასტუმროს პროგრამაში.
** მიიღოს ჯავშნები როგორც ტელეფონით,ასევე წერილობით.
** მიიღოს და გააკონტროლოს ჯგუფური ჯავშნები.
** ინფო-მეილების შემოწმება და სწრაფი რეაგირება. მუდმივი კავშირი ტურისტულ სააგენტოებთან, ინფორმაციის მიწოდება სასტუმროში დადგენილ ** ფასებთან დაკავშირებით. სასტუმროს ონლაინ რეზერვაციების კონტროლი.
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** არსებულ პარტნიორთან ნებისმიერი წარმოჭრილი პრობლემის მოგვარება, როგორც ტექნიკური, ასევე ინფორმაციული კუთხით;
** სასტუმრო ნომრების დაჯავშნის უზრუნველყოფა, არსებული ჯავშნების კონტროლი და კოორდინაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სასტუმროების ონლაინ ჯავშნების საერთაშორისო სისტემებში სრულფასოვანი მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე