ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი - ბათუმი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
შპს "მაქსიმა"(ავეჯის აქსესუარების და მასალების კომპანია) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე ბათუმში.

სამუშაო მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
** სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** მატერიალური მარაგების, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ხელმძღვანელი პირის მიერ სხვა, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სამომხმარებლო პროგრამების ცოდნა (მ.შ. Excel-ის ცოდნა);
** ბუღალტრულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (1C, ORIS);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და ტესტის ჩაბარების შემთხვევაში გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე inezakhinikadze@gmail.com და საგნის დასახელების ველში მიუთითოთ: "ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე