ბიზნეს დაკრედიტების/SME ჯგუფის უფროსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს დაკრედიტების/SME ჯგუფის უფროსი - ბათუმი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 24 სექ
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს დაკრედიტების (SME) ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნეს დაკრედიტების ჯგუფის მართვა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მინიმუმ 12 თვიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** ლიდერის უნარები, თანამშრომელთა მოტივირებისა და განვითარების უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** მომხმარებელთა მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 24 სექტემბრისა. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "SME-officer Batumi".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე