ინჟინერ-მშენებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: უძრავი ქონების კომპანია
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია  აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე, მშენებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან  მუშაობის გამოცდილებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და წარმოება; 
** სამშენებლო სამუშაოების წარმოების უზრუნველყოფა მოთხოვნილი ტექნოლოგიის და ხარისხის  დაცვით 
** სამშენებლო სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი 
** სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი; 
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება; 
** სამშენებლო   სამუშაოების შესრულების ყოველდღიური კონტროლი  და ზედამხედველობა;
** სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი და შესრულებულ  სამუშაოებზე  ანგარიშის მომზადება 
** შესრულებული სამუშაოების აღნუსხვა, კონტროლი ხარჯებისა და მოცულობების  თვალსაზრისით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით; 
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; 
** სამშენებლო პროექტების წაკითხვა/გარჩევა.
** ინგლისური ენის ცოდნა 
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (Excel, Word) სრულყოფილად
** AutoCAD და  ArchiCAD  პროგრამების ცოდნა, ჩამოთვლილთან ერთად, Microsoft Project-ის მცოდნე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

** კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნება; 
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** დეტალებზე ორიენტირებულობა; 
** პუნქტუალურობა. 

თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ  რეზიუმე ელფოსტაზე: cpm.co@client.jobs.ge და  წერილში აუცილებლად მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:

** რომელი ტიპის, მშენებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე  გაქვთ მუშაობის გამოცდილება;
** ბოლო ორი  წლის განმავლობაში თქვენს მიერ შესრულებული პროექტები (მოკლე აღწერით);
** სასურველი ხელფასი, რომელიც მისაღები იქნება თქვენთვის.

გთხოვთ, "Subject" ველში მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება. აღნიშნულის მითითების გარეშე თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე