მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 23 სექ
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების შტატგარეშე სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად 2017 წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტი შეიქმნა.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის, შიდა და ორგანიზაციის გარეთ არსებული ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მონიტორინგი;
** ფინანსური სექტორის წარმომადგენლების მიერ არსებული რეგულაციების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
** რეკომენდაციებისა და სასწავლო მასალის შემუშავებასა და გავრცელებაში მონაწილეობა;
** სამომხმარებლო ბაზარზე ახალი პროდუქტებისა და რეკლამების მონიტორინგი;
** ფინანსური სექტორის მიერ ახალი პროდუქტების დანერგვის პროცესის მონიტორინგი;
** არსებული რეგულაციების მოდიფიცირებისა და ახალი რეგულაციების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
** ფინანსური სექტორიდან მიღებული ანგარიშგებების ანალიზი და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;
** საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და საგანმანათლებლო რესურსების განვითარება;
** მომხმარებლის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის განახლებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობა;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან იურიდიული სფეროს მიმართულებით;
** საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია პროდუქტების განვითარების ან მომხმარებლის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საფინანსო სისტემისა და პროდუქტების კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (საუბარი და წერა);
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

უნარები

** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** ხარისხზე ორიენტაცია;
** კარგად განვითარებული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტების გადაჭრის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროაქტიულობა/ინიციატივა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

საკანონმდებლო ბაზა:

** საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი;
** საქართველოს შრომის კოდექსი;
** საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი;
** სამოქალაქო კოდექსი;
** ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი;
** საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტები;

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ტესტირებისა და ინტერვიუს სახით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2018 წლის 23 სექტემბრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე