პროექტების გენერალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტების გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 1 ოქტ
"კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას პროექტების გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილი: 1
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

სამუშაოს ზოგადი აღწერა: პროექტების გენერალური მენეჯერის მოვალეობაში შედის ახალი პროექტების ინიცირება, ამ პროექტების განსახორციელებლად საჭირო ფინანსების მოძიება, პროექტის დაწერა და განხორციელების მონიტორინგი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** პროექტების ინიცირება, დაგეგმვა, სახსრების მოძიება, წერა, მართვა, კოორდინაცია, კონტროლი;
** პროექტების მენეჯერების საქმიანობის კონტროლი;
** ფონდების მოძიებაში ჩართულობა და/ან ფონდების მომძიებლის მხარდაჭრა პროექტების წერასა და დონორებთან ურთიერთობაში;
** დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა; პროექტების მიმდინარეობის, თანხების ათვისების მონიტორინგი;
** პროექტების მენეჯერების მიერ დონორებისათვის მომზადებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების დამტკიცება;
** პროექტის მართვის და მონიტორინგის პროცესში მოსალოდნელ საფრთხეებზე დროულად რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის აღმოფხვრის ან ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი მექანიზმის მენეჯმენტისთვის წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
** პრაქტიკული გამოცდილება ფანდრაიზინგის მიმართულებით
** პროექტების მართვის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა C2 დონეზე
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** პრობლემების გადაჭრისა და მართვის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

სასურველი მოთხოვნებია:

** სპეციფიკური განათლება - PMP-ის კვალიფიკაცია
** უმაღლესი განათლების სისტემაში საქმიანობის გამოცდილება

განაცხადის შემოტანის პროცესი:

აპლიკანტებმა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ 10 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: info@apu.ge. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

** რეზიუმე (СV);
** სამოტივაციო წერილი;
** ინფორმაცია ერთი რეკომენდატორის შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

კონკურსის ეტაპები:

1. განცხადებების გადარჩევა
2. გასაუბრება

გასაუბრების ეტაპზე აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს საგრანტო პროექტის დიზაინი და წინადადებები ასოციაციის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ერთ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე