საწარმოო ფილიალის მმართველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწარმოო ფილიალის მმართველი
მომწოდებელი: ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
შპს "ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის" - "HR4 Business", პარტნიორი კომპანიის დაკვეთით, აცხადებს ვაკანსიას საწარმოო ფილიალის მმართველის პოზიციაზე.

მთავარი პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სრული სამუშაო კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 4000-5000 ლარი ხელზე (კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად).

მთავარი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ან მსგავსი მიმართულებით)
** მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი
** სასურველია წარმოების, ან სამშენებლო სფეროებში მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (როგორც წერითი, ასევე ზეპირი კომუნიკაცია)
** სასურველია რუსული ენის ცოდნა გამართული ზეპირი კომუნიკაციის დონეზე
** სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება პლუსად
** ცვლილებების დაგეგმვის/მართვის გამოცდილება ჩაითვლება პლუსად.

მთავარი ფუნქციები:

** ფილიალის მართვა და განვითარებაზე ზრუნვა;
** ძირითადი პროცესების (წარმოება, პროექტირება, ლოჯისტიკა, მონტაჟი, ტენდერინგი, ფინანსები) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** თანამშრომელთა მოტივაცია და ნაყოფიერი შრომითი გარემოს უზრუნველყოფა;
** სათაო ოფისთან მუდმივი კომუნიკაცია ფილიალის განვითარებისა და რეპორტინგის მიზნით;
** განვითარების პროექტების შემუშავებაში ჩართულობა/დანერგვის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ინიციატივიანი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: irina@hr4b.ge 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე