მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ლიტვური საცხობი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
შპს "ლიტვური საცხობი +" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** არსებული კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელება, პროცესის კონტროლი და რეკომენდაციების მომზადება;
** რეგულარული რეპორტინგი, სხვადასხვა ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა
** არსებული საკომუნიკაციო/სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის შეფასება;

საკვლიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც);
** აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი.

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litvuri@gmail.com და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე