სამეურნეო სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამეურნეო სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
** შესყიდვების ან/და ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამეურნეო სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია;
** სამეურნეო სამსახურის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლი, მათი ფუნქციების განსაზღვრა და განაწილება;
** ცენტრის მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** სამეურნეო ხარჯების გეგმის შედგენაში მონაწილეობა;
** სარემონტო სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი;
** მომწოდებლების მოძიება, მათთან ურთიერთობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ცენტრის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფის კონტროლი;
** სამეურნეო საშუალებებისა და მასალების რაციონალურად ხარჯვის კონტროლი;
** ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამუშაოების ხელმძღვანელობა;
** სამეურნეო სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. 5.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com არაუგვიანეს 2018 წლის 10 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამეურნეო სამსახურის უფროსი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე