უმცროსი საკრედიტო ოფიცერი - საცალო სესხები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი საკრედიტო ოფიცერი - საცალო სესხები
მომწოდებელი: სილქ როუდ ბანკი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 22 სექ
სს "სილქ როუდ ბანკი"  აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, საცალო სესხების დეპარტამენტში, უმცროსი საკრედიტო ოფიცრის  პოზიციაზე. 

ძირითადი ფუნქციები: კლიენტების მოძიება-მომსახურება,  საკრედიტო განაცხადის მიღება, პროექტის დამუშავება, კომიტეტზე გატანა, სესხის გაცემა,  მომსახურება, პორტფელის მართვა.

მოთხოვნები: 

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა; 
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; 
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა; 
** დამაჯერებელი საუბარი, გამართული მეტყველება და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** ოპტიმისტური განწყობა საქმის მიმართ.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:  სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

განათლება: დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლებით. პრიორიტეტულია ეკონომიკა,  ფინანსები, საბანკო საქმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  ქართულ ენაზე, პირადი ნომრით და ფოტოსურათით, შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge  (პირადი ნომრის მითითება სავალდებულოა). წერილის სათაურში (subject)  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 სექტემბერი, 2018 წ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე