კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი - ბათუმი
მომწოდებელი: არზო
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
შპს "არზო", ავეჯის მასალების და აქსესუარების კომპანია, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის და მომსახურების შეთავაზება
** კლიენტის საჭიროებების დადგენა
** ფასდაკლების შეთავაზება და შესაბამისად რეგისტრაცია
** ავეჯის მექანიზმების ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა
** პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენადაციების გაცემა
** გაყიდვების ზრდასთან და მომსახურების განვითარებასთან დაკავშირებით ინიციატივების გამოვლენა

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებულობა
** აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი (CV) რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@arzo.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი".

კომპანია "არზო"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არზოსს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე