გაყიდვების ოფიცერი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების ოფიცერი - ბორჯომი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 27 სექ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე ბორჯომის ფილიალში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ კლიენტს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 41 ფილიალისა და 21 სერვის-ცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო და საბონუსე სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:.

** კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციური კლიენტისათვის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა და კლიენტის დაინტერესება;

"კრისტალი" ეძებს მათ ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული
* დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** საშუალო ან პროფესიული განათლება;

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 27 სექტემბერს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/2SA4PU

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე