მთავარი ინსპექტორი - დედოფლისწყარო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ინსპექტორი - დედოფლისწყარო
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 10 სექ / განახლდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 4 ოქტ
"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+, რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინსპექტორის პოზიციაზე ქალაქ დედოფლისწყაროში.

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცესის მართვა და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცესის უშუალოდ განხორციელება;
** სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცედურების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცესში გამოსაყენებელი აღჭურვილობისა და მოწყობილობების დაკალიბრება და ტექნიკური მომსახურება;
** ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება და დისციპლინის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების ნორმების შემუშავებისა და დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები, რომელთაგან კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს - მინიმუმ ერთს მაინც:

** ავტომომსახურებაში მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** ინჟინერიის ან/და ტრანსპორტის მომსახურების სფეროში პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
** ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება.

უცხო ენები: სასურველია, ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwaygeorgia.ge 2018 წლის 04 ოქტომბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება და რეგიონი - "მთავარი ინსპექტორი" - დედოფლისწყარო.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე