ინსპექტორი - სამტრედია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინსპექტორი - სამტრედია
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 10 სექ / განახლდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 4 ოქტ
"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+, რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ინსპექტორის პოზიციაზე ქალაქ სამტრედიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცესის უშუალოდ განხორციელება დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების შედეგების გაფორმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** დისციპლინის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები, რომელთაგან კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს - მინიმუმ ერთს მაინც:

** ავტომომსახურებაში მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** ინჟინერიის ან/და ტრანსპორტის მომსახურების სფეროში პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.

უცხო ენები: სასურველია, ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwaygeorgia.ge 2018 წლის 04 ოქტომბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება და რეგიონი - "ინსპექტორი" - სამტრედია.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე