სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** რეტრო-ბონუსების მონიტორინგი და ცვლილებების შეტანა სააღრიცხვო სისტემაში;
** სავაჭრო ობიექტების მენეჯერების მიერ შექმნილი ინვენტარიზაციის დოკუმენტების კონტროლი და ანალიზი;
** ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგების დათვლა და ანალიზი, დანაკლისების გადანაწილება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
** მონიტორინგის ჯგუფისთვის გეგმების დადგენა და შესრულების კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება და ანალიზი
** სხვა და სხვა სპეციფიური რეპორტების მომზადება და ოპერაციების გატარება სისტემაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება 1C ან სხვა ERP-სისტემასთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Excel სავალდებულოა);

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებულობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com 2018 წლის 10 ოქტომბრამდე და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანალიტიკოსი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე