სტაჟიორ-იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟიორ-იურისტი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
"ფინანსური ბიურო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 500-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორი-იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის დახარისხება;
** იურისტისა და უმცროსი-იურისტის დახმარება;
** დაწერილ საქმეებზე ყოველკვირეულად სტატუსების განახლება პროგრამაში;
** დაწერილი საქმეების მაქსიმალური კონტროლი და პრობლემების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხელმძღვანელის ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება/სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook);
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: hr@fbureau.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟიორი-იურისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე