მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 23 სექ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის თანამდებობაზე  თბილისი, სათაო ოფისში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 60 000-ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 11 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** დეკრეტული შვებულების ნაწილობრივ ანაზღაურებას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი  მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზის პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობა, რათა მოიძებნოს  მონაცემთა შენახვის, ორგანიზების და მართვის გზები
** მონიტორინგი და წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა
** მონაცემთა ბაზების განახლება
** მონაცემთა ბაზების პროექტირებასა და შექმნაში დახმარება
** მონაცემებთა ბაზების მისაწვდომობის მართვა
** ტექნიკური მომსახურების პროცედურების შემუშავება და მათი ექსპლუატაციაში ჩაშვება
** თანამშრომლობა დეველოპერებთან და მონაწილეობა სხვადასხვა  IT პროექტებში
** მონაცემთა ბაზის უსაფრთხოების მართვა, ასლების წარმოება, მონაცემთა ბაზების მთლიანობის აღდგენა და შესაბამისი პროცედურები შემუშავება
** ანგარიშგებებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება
** მონაცემთა ბაზების საიმედო და უსაფრთხო მუშაობისთვის შესაბამისი ტესტირებებისა და მოდიფიკაციის წარმოება
** ავარიული აღდგენის გეგმის შემუშავება
** მონაცემთა ბაზების არქივირება
** მომხმარებელთა მოთხოვნების უზრუნველყოფა
** მომხმარებლების ტრენინგი, მხარდაჭერა და უკუკავშირის უზრუნველყოფა
** მონაცემთა ბაზების სერვერების ინსტალაცია, კონფიგურირება და მხარდაჭერა
** მონაცემთა ბაზების რეზერვირების მოწყობა (always on, clustering, log shipping, mirroring)
** მონაცემთა ბაზების რეზერვირების მონიტორინგი
** მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი
** მონაცემთა ბაზების ასლების (Backup) წარმოება
** მონაცემთა ბაზების დაზიანების შემთხვევაში მათი აღდგენა
** მონაცემთა ბაზების სერვერების გაჩერების მიზეზის მოძებნა და აღმოფხვრა
** მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის დამუშავების პროცესში სუსტი ადგილების გამოვლენა.
** მონაცემთა ბაზების უსაფრთხოება
** ახალი ანგარიშგებების აწყობა
** არსებულ ანგარიშგებებში ცვლილებების შეტანა
** შეცდომით შეყვანილი მონაცემების გასწორება (SQL მენეჯმენტ სტუდიოდან)
** ახალ ფილიალებზე მომხმარებლებისათვის უფლებების ჯგუფურად მინიჭება
** სწრაფი გადახდის სისტემების მონიტორინგი
** სწრაფი გადახდის სისტემაში არასწორი ტრანზაქციების მოძიება და ბუღალტერიისთვის მიწოდება
** "ქორ სოფტში" ანგარიშგებების ოპტიმიზაცია (მაგ. გადაცილებული და გადასახდელი სესხების ინფორმაცია)
** სხვადასხვა შინაარსის  სწრაფი ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
** ოპერაციული სისტემების ცოდნა
** ქსელის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა
** ქსელის სისტემური დაცვის დაგეგმარება და ორგანიზება
** აპარატული უზრუნველყოფის ტექნიკური მახასიათებლების, კონსტრუქციული თავისებურებებისა და ექსპლოატაციის რეჟიმების ცოდნა
** აპარატული უზრუნველყოფის დაზიანების დიაგნოსტირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
** სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა
** სწავლის და განვითარების სურვილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის  23 სექტემბერი.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე