შესყიდვების მენეჯერი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია - შპს "უნიმედი" აცხადებს  ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:  

2. შესყიდვების მენეჯერი

სამუშაო  ადგილი:  თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 ** უმაღლესი განათლება;
 **  ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება; 
 ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (Excel-ის განსაკუთრებით);
 ** შესყიდვების (ტენდერებში) და გაყიდვების  სფეროში მუშაობის გამოცდილება;
 ** ანგარიშების გაკეთების უნარი შესყიდვებსა და გაყიდვებზე;
 ** ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

 ** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
 ** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
 ** გუნდური მუშაობის უნარი;
 ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
 ** პუნქტუალურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა, ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება.

2. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო  ადგილი:  თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში.
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.
** გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი  განათლება (სასურველია სამედიცინო)
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და  რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა. 
 
 პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება; 
** მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი. 
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია   კანდიდატის  გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ კი ანაზღაურება ზრდადია.
ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე