დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. 

კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკებში ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და მათთვის პროდუქციით ადგილზე მიწოდება;
** რეალიზებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა;
** ნაშთის აღრიცხვა და კომპანიაში დაბრუნება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადისტრიბუციო სფეროში.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, (სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა);
** საოფისე პროგრამების (MS Office-ის) ზედმიწევნით კარგად ფლობა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა. 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2018 წლის 30 სექტემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება - "დისტრიბუტორი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე