სასერტიფიკატო კურსი - სურსათის უვნებლობა და კონტროლი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტიფიკატო კურსი - სურსათის უვნებლობა და კონტროლი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
სასერტიფიკატო კურსი - სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი.

კურსის მიზანია მოამზადოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი ძირითადი ფაქტორები და პრინციპები და განახორციელონ საინსპექციო კონტროლი სურსათის მიმოქცევის სხვადასხვა ეტაპზე. კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეიძენს: ცოდნას სურსათთან ასოცირებულ საფრთხეებზე; სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფ ძირითად საკანონმდებლო მოთხოვნებზე; სურსათში ნორმირებას დაქვემდებარებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ ფაქტორებზე; სურსათის ხარისხსა და ხარისხის მართვის ინფრასტრუქტურაზე; სხვადასხვა ჯგუფის სასურსათო პროდუქციის პრიორიტეტულ დამაბინძურებლებზე და მათი წარმოებისა და გადამუშავების თავისებურებებზე; სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედ ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ უფლებამოსილებებზე; სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემებზე; სურსათის ბიზნეს-ოპერატორებზე კონტროლის განხორციელების ფორმებსა და მეთოდებზე.

გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

კურსის მოცულობა: 87 საკონტაქტო საათი.
კურსის ღირებულება: 300 ლარი.

კურსზე რეგისტრაციის გავლისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/hkxepkzqzvry-mma//

საკონტაქტო ინფორმაცია:

ილია ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი.
ტელ.: 225 04 84, (შიდა ნომერი: 1463).
ელფოსტა: tsuLLL@tsu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე