სასერტიფიკატო კურსი - შრომის სამართალი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტიფიკატო კურსი - შრომის სამართალი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
ტრენინგ-კურსი - შრომის სამართლისა და პერსონალის მართვის აქტუალური საკითხები.

ტრენინგი მიზნად ისახავს ორგანული კანონის "შრომის კოდექსის" განხილვას და მასში უკანასკნელ პერიოდში შეტანილ ცვლილებებზე მსმენელისათვის ინფორმაციის მიწოდებას. წარმოდგენილი ანალიზი და პრობლემების ერთობლივი განხილვის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ტრეინინგი, საფუძველია იმ ვარაუდის, რომ დასასრულს მსმენელი შეძლებს შრომის სამართლის სფეროში მოქმედი კონკრეტული სამართლებრივი ინსტიტუტების სისტემურ აღქმას, წარმოდგენა შეექმნება ან გაიღრმავებს ცოდნას ნორმათა შინაარსისა თუ მიზნების თაობაზე, შეიძენს მოთხოვნათა ფორმირების სამართლებრივი საფუძვლების შერჩევისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევას. ტრენინგის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობაზე, რომელიც გავლენას ახდენს შრომის სამართლებრივ ურთიერთობებზე. მსმენელებს ეცოდინებათ ეცოდინებათ როგორ დაიცვან დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები; ექნებათ გაცნობიერებული ცოდნა შრომითი ურთიერთობის სამართლებრივი ნორმების შესახებ, რაც გულისხმობს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირებას და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას; შეეძლებათ ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის სახით.

გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

კურსის მოცულობა: - 6 საათი
კურსის ღირებულება: - 70 ლარი

კურსზე რეგისტრაციის გავლისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/v2om_prhiw2ghtb8o/g-0iz15haqk4wlg//

საკონტაქტო ინფორმაცია:

ილია ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი.
ტელ.: 225 04 84, (შიდა ნომერი: 1463).
ელფოსტა: tsuLLL@tsu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე