ტრენინგ კურსი - საპროექტო განაცხადის წერა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგ კურსი - საპროექტო განაცხადის წერა
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 სექ / ბოლო ვადა: 7 ოქტ
ტრენინგ კურსი - საპროექტო განაცხადის წერა

ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია პროექტების წერის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, ხელი შეუწყოს იმ საჭირო უნარ -ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია ეფექტური პროექტების წერისათვის. კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

** სიტუაციის ანალიზს /პრობლემის განსაზღვრას და პროექტის მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებას;
** პროექტის მოცულობის რეალისტურად განსაზღვრას და აღნიშნულის ეფექტურად ასახვას მისი დაგეგმარების პროცესში;
** საპროექტო განაცხადის შემადგენელი ნაწილების შექმნას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით;
** პროექტის განხორციელების გზების, მეთოდებისა და აქტივობების განსაზღვრას;
** პროექტის მდგრადობ ის და დისემინაციის სტრატეგიის შემუშავებას;
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრას და მათი თავიდან აცილების მექანიზმების შემუშავებას;
** სამოქმედო გეგმისა და ვადების განსაზღვრას;
** ბიუჯეტი შედგენას;
** პროექტის მართვის ეფექტიანი სისტემის შემუშავებას;
** პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების და მეთოდების განსაზღვრას.

კურსის მოცულობა: 8 საათი
კურსის ღირებულება: 80 ლარი
თსუ-ს სტუდენტებისათვის - 70 ლარი

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/v2om_prhiw2ghtb8o/f9q6lixbkqumarsyv//

საკონტაქტო ინფორმაცია:

ილია ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი.
ტელ.: 225 04 84, (შიდა ნომერი: 1465 ან 1466).
ელფოსტა: TSULifelonglearning@tsu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე